27 მარტი -მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღე
1954 წელს იმჟამინდელ მახარაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეუერთდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული გაბრიელ მდინარაძე. მან, როგორც მსახიობმა, დიდი სკოლა გაიარა. მისი პედაგოგები იყვნენ მალიკო მრევლიშვილი, ბაბულია ნიკოლაიშვილი, ლილი იოსელიანი, დიმიტრი ალექსიძე, აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა. მისი ჯგუფელები იყვნენ შემდგომში აღიარებული დიდი არტისტები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, ნოდარ ჩაჩანიძე, ლია ელიავა და სხვები. გაბრიელ მდინარაძე ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მხოლოდ ორი წლით გეგმავდა მახარაძის თეატრში მოღვაწეობას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს, ხოლო გაბრიელ მდინარაძე ისე შეეჩვია ოზურგეთის თეატრის დასს, რომ დედაქალაქში დაბრუნება აღარ ისურვა. გაბრიელ მდინარაძე დღემდე მოღვაწეობს ოზურგეთის თეატრში და დაკავებულია მოქმედ რეპერტუარში. 1968 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული, ხოლო 1988 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები. 1999 წელს დააჯილდოვა ღირსების ორდენით. თეატრის წინ, გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი. არის ოზურგეთის საპატიო მოქალაქე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლები ნოდარ დუმბაძის ინსცენირებებში. მის მიერ შექმნილ მხატვრულ სახეთა გალერეაშია: ტიგრან გულოიანი (ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“), კოწია ფოსტალიონი (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), გლახუნა (ნ. დუმბაძის
• „მარადისობის კანონი“), ილიკო (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და
• ილარიონი“).
2018 წლის 27 მარტს, ოზურგეთის თეატრის ამაგდარ მასახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს გაბრიელ (გაბო) მდინარაძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვა- ნელის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვასო ჩიგოგიძის წარდგინებით, ღვაწლმოსილ მსახიობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.
ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელობის წარდგინებით დაჯილდოვდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებული უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიით. აღსანიშნავია, რომ უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემია, გაბრიელ მდინარაძეს ოზურგეთის თეატრში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა გადასცა.
გაბრიელ მდინარაძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელმაც უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.