“გათენდება და მზის ამოსვლა გვეზიზღება, დაღამდება და მთვარის”
ამ სიტყვებით იწყებდა 1905 წელს გურიის ერთ ერთი სოფლის მოსახლეობა თავის მანიფესტს. ამ შთამბეჭდავი სიტყვებით თავიანთი გაჭირვების აღწერას, რომ მორჩნენ მერე დაავლეს ხელი გურულებმა თოფებს და ….
დღევანდელისაგან განსხვავებით მაშინ გურიაში “გაჭირვება” სოციალურ უთანასწორობასთან და უფლებრივ ჩაგვრასთან ასოცირდებოდა და არა შიმშილთან. გურულები 1810 წლიდან 1924 წლამდე ექვსჯერ (მცირე ჯანყებს გარდა) აუჯანყდნენ რუსებს და უნდა ითქვა, რომ არცერთი მათგანი შიმშილის გამო არ დაწყებულა.
ცნობისათვის – ე.წ. “ბახვის მანიფესტის” გარდა კიდევ ყოფილა სხვა სოფლების მანიფესტები, გადმოცემის მიხედვით – რამდენი სასოფლო საზოგადოებაც იყო იმდენი მანიფესტი ყოფილა.
კახა ჩავლეშვილი