ვაქცინების უთანასწორო გადანაწილება მხოლოდ მორალურ აღშფოთებას არ იწვევს, ის ეკონომიკურადაც საკმაოდ დამანგრეველია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
„მდიდარი ქვეყნების მიერ მიღებულ ვაქცინებსა და Covax პლატფორმის მიერ გახარჯულ კორონავირუსის ვაქცინებს შორის არსებული განსხვავება დღითიდღე იზრდება. ვაქცინების უთანასწორო გადანაწილება მხოლოდ მორალურ აღშფოთებას არ იწვევს, ის ეკონომიკურადაც საკმაოდ დამანგრეველია. სანამ ვირუსი ცირკულირებას განაგრძნობს, გარდაცვალების მაჩვენებელი მოიმატებს და ეკონომიკის აღდგენა უფრო მეტად შეფერხდება“,- განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსით 128 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.