ჩვენ ვართ პრო-ბიზნეს ხელისუფლება- ღარიბაშვილი

“ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი: მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლებთ თქვენთან, ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნეს ხელისუფლება და მთავრობა, ვართ კიდევაც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ.

ჩემი ხედვა არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს. რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალური მთავრობის დონეზე, ასევე რეგიონების დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა.

სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე – ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, ბატონებო, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე კრიზისიდან. “- პრემიერმინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share