ჭყონია ორკების ძალადობაზე: ეს არის ჩამორჩენილობის და გაუნათლებლობის მესიჯი

“ინვესტორები, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ორიენტაციის, ამიტომ, როდესაც ინვესტორს მოვიწვევთ, ორიენტაციაც უნდა ვკითხოთ, მეგობარო, ფული რომ გაქვს ბევრი, რა ორიენტაციისა ხარო, იმიტომ, რომ შეიძლება ფული მოგვეწონოს და ორიენტაცია არა. არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ რას ვირჩევთ, ეკონომიკას თუ ადამიანის ორიენტაციას? თორემ მაშინ საბაჟოზე უნდა დავაყენოთ ცალკე მებაჟე, რომელიც შეამოწმებს, რა ორიენტაციის ტურისტი შემოდის, აუცილებელია ეს, გენდერული თანასწორობისთვის, შეიძლება, ტრანსგენდერიც დავაყენოთ. რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? რა გვინდა, ეს უნდა გავიგოთ. რა ჩვენი საქმეა, რას ვებრძვით, რისთვის ვიბრძვით. ინვესტორებისთვის ეს არის მესიჯი ჩამორჩენილობის და გაუნათლებლობის. ეს არ არის აგრესიის მესიჯი, ჯობია, რომ იყოთ აგრესიული, ვიდრე ჩამორჩენილი, მერწმუნეთ, ეს არის ჩამორჩენილი მენტალიტეტის ქვეყანა”.

5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქტების შესახებ კომენტარი კომპანია კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჭყონიამ BMG-სთან გააკეთა.

5 ივლისს, PRIDE-ის მარშის ჩატარებამდე, ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები, რაც მარშის გაუქმების მიზეზიც გახდა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები.

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: