“ხელისუფლება მაყაჩაღებს მეც და თქვენც, ყველა მიმართულებით”

პროდუქტებზე მომატებულ ფასებთან დაკავშირებით, ექსპერტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში წერს:

“ზეთი ვიყიდე მაღაზიაში და შიშით მოვდიოდი, არავინ დამაყაჩაღოს-თქო.
გზაში არავინ დამაყაჩაღა, მაგრამ ხელისუფლება მაყაჩაღებს მეც და თქვენც, ყველა მიმართულებით.
სხვადასხვა ბიზნესში მომუშავე პირები მეუბნებიან, რომ მომავალი კვირიდან კიდევ მკვეთრად მოიმატებს ფასები ტექნიკაზე, სამოსზე, პირველად პროდუქტებზე თავისთავად, სამედიცინო პროდუქტებზე და ა.შ.
აი, ვისაც გგონიათ, რომ “თავისუფლად სუნთქავთ”, სალაროებთან ისუნთქეთ, აბა, თავისუფლად, ბანკის, კომუნალურების და ა.შ. გადახდების წინ, ექიმთან ვიზიტის წინ, აფთიაქში და სხვაგან.”- წერს გამზარდია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share