ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს და იმ პროტესტს, რაც რუსი პროპაგანდისტის თბილისში ჩამოსვლას მოჰყვა, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება.
კვირიკაშვილი ვითარებას პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს და წერს:
“…შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.
სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება.” წერს კვირიკაშვილი.