არა მარტო ახლა და საქართველოში, არამედ ყოველთვის და ყველგან ასე იყო: შურით, ბოღმით აღვსილები ხელს უშლიდნენ განსაკუთრებულად ნიჭიერ და უნარიან ადამიანებს.
ეს ამერიკის კონტინენტის აბორიგენი ინდიელების წარმომადგენელია – ჯიმ ტორპი, იგივე უა-ტო-ხაკი, 1912 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი მძლეოსნობაში. ძირძველი ინდიელის წარმატებები ისე აღიზიანებდათ კონტინენტს შესეულ გადამთიელ კონკურენტებს, რომ ერთხელაც ოლიმპიური შეჯიბრების წინ ფეხსაცმელები მოჰპარეს.
წარმოგიდგენიათ? არადა ფეხშიშველიც ირბენდა, მაგრამ წესების დარღვევა იქნებოდა ეს. უა-ტო-ხაკმა ნაგვის ურნაში ვიღაცის გადაყრილი ფეხსაცმელები იპოვა, ცალ-ცალი, ერთი უფრო დიდი, მეორე უფრო ვიწრო. დიდი ფეხსაცმლის ქვეშ ორი
წინდა ჩამოიცვა და ისეთი გამარჯვება მოიპოვა, რომ თვით შვედეთის მეფემაც კი მიულოცა პირადად, ხოლო იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ვერცხლის ხომალდი აჩუქა ოქროთი მოვარაყებული. რა თქმა უნდა, გამარჯვებულს ოქროს მედალი და ფულადი პრიზიც გადაეცა. ვერ მოისვენეს ბოროტმა და ინტრიგების მხლართავმა, სხვის მიწას შესეულ-დაუფლებულმა კონკურენტებმა და ცილი დასწამეს, რომ ბეისბოლს თამაშობდა ფულზე, რის გამოც ჩემპიონს ყველაფერი ჩამოართვეს ტიტულთან ერთად. აი, თვითონ ამ იდიოტებმა ჩემპიონობას კი არა, ვერაფერსაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ მაინც ბედნიერად იცხოვრეს, რადგან ჩემპიონი გააფუჭეს.