ბოლომდე წაიკითხეთ – 22 წლის ასაკში პირველად გადავკვეთე საზღვარი ყირგიზეთისკენ და ბარემ ერაყში წათრეულიყო, უარესი ვერაფერი ნახაო? – მერე უკრაინაში დამაფინანსეს და პოსტ სსრკ-ს ვერ გაცდა ეს უბედურიო – 23 წლისამ ბინა ვიყიდე პლეხანოვზე და უფრო ძველი უბანი ვერაფერი ნახა, თავზე ჩამოენგრევაო – მეგრელი გოგო მომწონდა და პროვინციელი პროვინციელს ეტანებაო – “კარენაია” შეყვარებული გავიჩინე და მომინდომა ამ სოფლელმა თბილისში ჩასიძება, არ უყვარს ალბათ-ო – კარგად ვსწავლობდი და “აჩქარიკა შკოლნიკიაო” – ოდნავ მოვუკელი რაღაც პერიოდი სწავლას და აი დებილი ყოფილაო – ქართულ სტერეოტიპებზე ვიხუმრე და სოროსი აფინანსებს, ჩვენ რომ გაგვრყვნასო, საქართველო ვაქე-ვადიდე და ეტყობა ევროპა არ უნახავს ამ ყანწიან “ღრუზინსო” – ფლაიერებს ვარიგებდი და პატრონი არ ჰყავს ამ საცოდავსო – ბანკში დავსაქმდი და ალბათ ფულებს ითვლის, ამას სწავლაზე კონცენტრირება არ ჯობიაო? – მანქანა ვიყიდე და ამხელა ვირი გოლფში ოთხად მოკეცილი ზისო – ჯიპზე გადავჯექი და ქალაქში ჯიპი რათ უნდა, პერო აქვს გარჭობილიო – ხალხი დავასაქმე და თავისი პრესტიჟისთვის აკეთებს, მერე რომ დაამადლოსო – მეორე ბინა ვიყიდე და ამდენი ფული საიდან აქვს ბლოგებით, ვიღაც მდიდართან წევსო – თავისუფალი სექსის და “ბოზობის” გასინონიმება გავაპროტესტე და ალბათ ბოზები არიან მთელი ჯიშიო… მორალი: ამხელა ბიჭი ვარ, რას აღარ ვეცი და ამათი მოსაწონი მაინც ვერაფერი გავაკეთე! ჰოდა, ნუღარ დავკარგავთ დროს ახსნა-განმარტებებში, შევინარჩუნოთ მოტივაცია მოწოდების სიმაღლეზე და ქიფ გოინგ! ეჰედ! წავალ, ისევ სადმე ტყეში გავიხიზნები და ქოქოსის წვენს გადავკრავ
გურამ შეროზია.