“პირველი, ვინც იმ დღეს შემეცოდა ეს გიორგი ანწუხელიძეა, ამ ადამიანს გადავუარეთ ფეხებით”

“საქართველოში რომ გვშია, ეს აღარ არის სასირცხვილო, ყველას ერთნაირად გვშია და გვწყურია თან. მაგრამ, ამაზე დიდი ამორალური საქციელი მე არ მიმაჩნია და პირველი, რა შეგრძნებაც ამის შემდეგ გამიჩნდა და პირველი, ვინც შემეცოდა, ეს იყო ანწუხელიძე, რომელმაც დროშას არ დააფურთხა და ამის გამო, ჩვენ არ გვითხოვია ისე, თავისით გასცა თავისი სიცოცხლე, ჩვენ ამ ადამიანზე გადავიარეთ ფეხებით იმ დღეს. ყველაზე საშინელი იყო ეს. უსუსურობის შეგრძნებამ შემიპყრო. მაგრამ, ამ დღის შემდეგ მე უფრო მშვიდად ვარ, თურმე არც ისე ცუდად არ გვქონია საქმე. საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც გააჩნია ღირსება და პატივს სცემს სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობას, ისინი ჩამოვლენ და მივიღებთ კიდეც. პოზნერი და მისნაირები არავის სჭირდება. კვერცხის სროლა გააპროტესტეს? რა უნდა გვექნა, ბოდიში, მრავალჯამიერი გვემღერა”?-ასე შეაფასა კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი, მსახიობმა გოგა გველესიანმა ტვ “პირველის” ეთერში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share