ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.
„ჩაინიშნა არსებითი სხდომა, წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამაართლოზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით”, – ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
სასამართლომ 17 თებერვალს შეუფარდა ნიკა მელიას პატიმრობა გირაოს არგადახდის გამო.