არჩევნების გაყალბება რომ გვერდით გადავდოთ, ბოლო 5 თვეში დრამატულად გაუარესდა ადამიანების ყოფა, არანორმალურად გაძვირდა ყველაფერი და გაღარიბდა მოსახლეობა. ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება რომ დაწყევლილ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არამედ იმიტომ რომ უპასიხსმგებლო ხელისუფლება გვყავს. ვადამდელი არჩევნები აკვიატება კი არ არის, უბრალოდ მის გარეშე ქვეყანაში შექმნილი კლიმატი ვერ შეიცვლება. შესაბამისად, ჩვენი საპატივცემულო უცხოელი მეგობრების ჩართულობით პოლიტიკური კრიზისის დასრულება ვადამდელი არჩევნების გარეშე უდაბნოს მორწყვის ტოლფასია, მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია ღარიბი და კრიმინალური სახელმწიფო გადააქციოს პროგრესულ ქვეყანად, სადაც ადამიანებს ბედნიერად ცხოვრების საშუალება ექნებათ.