გურია ბურგუნდიის ჯახი
1443 ფილიპ III-მ შალონაში მიიღო ბიზანტიის ელჩობა რომელმაც მას დახმარება სთხოვა ოსმალების წინააღმდეგ საომრად. ფილიპემ მხარი დაუჭირა ამ წინადადებას მისი ბრძანებით ვალერიან დე ვავრინის მეთაურობით შავ ზღვაზე გაგზავნილ იქნა საზღვაო ექსპედიცია, რომელცას დახმარება უნდა აღმოეჩინა უნგრეთის მეფე ვლადისლავ III-ისთვის და იანოშ ჰუნიადისათვის ბალკანეთში. მაგრამ 1444 წელს ვარდასთან ჯვაროსნების დამარცხების შემდეგ ამ ექსპედიაციამ დაკარგა თავისი აქტუალობა თუმცა განაგრძობდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლას.
ბურგუნდიის გემების ერთი რაზმი გამოჩნდა ტრაპიზონის სამეფოს ნაპირებთანაც, ისინი თავს ესხმოდნენ გენუელთა გემებს და ნავსადგურებსაც, ტრაპიზონიდან ბურგუნდიელები კაპიტან ჟოფრუა დე ტუსის მეთაურობით გამოემართნენ კავკასიის სანაპიროსაკენ და თავს დაესხნენ ბათუმს.
ბურგუნდიის ფლოტი 5 კატარღისაგან შედგებოდა 2 კატარღა მდინარე დუნაის შეასრთავთან გაემართა ხოლო 3 კატარღა შავ ზღვაში შევიდა.
ბურგუნდიელებმა დესანტი გადმოსხეს და ბათუმის აღებას შეეცადნენ რადგან მათ გაგებული ჰქონდათ რომ ქალაქში ინახებოდა შარვანიდან ჩამოტანილი დიდძალი აბრეშუმი . გურიის ერისთავთერისთავმა ,,პატრონმა გურიელმა” 600 მეომრით ბურგუნდიელთა წინააღმდეგ გაილაშქრა და ისინი სასტიკად დაამარცხა მათი მხედართმთავარი ჟოფრუა დე ტუსი ტყვედ ჩაიგდო. საპატიო ტყვეები ტრაპიზონის იმპერიის შუამდგომლობით ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს, გურულებმა ტრაპიზონის იმერატორს ბირგუნდიელი ტყვეების გამოსასყიდი თანხა გამოართვეს, თანაც ბურგუნდიელებს საზეიმო პირობაც დაადებინეს რომ ისინი საქართველოს ნაპირებს აღარ დაარბევდნენ.
ბურგუნდიელები მრისხანე მასას წარმოადგენდნენ და მათი დამარცხება არც ისე იოლი იყო, უკანა გზაზე მათ მთელი მუსლიმური ხმელთაშუაზღვისპირეთი დაარბიეს.
გასათვალისწინებელია ის რომ ბურგუნდიის ჰერცოგმა ეს ჯარი ოსმალების წინააღმდეგ სალაშქროდ გამოგზავნა ასე რომ მის რიგებში ნაყარ ნუყარა მეომრები არ იქნებოდენ.
საქართველო–ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.)
საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVl საუკუნემდე.