“გურია თუდეი” – ს ინფორმაციით, დღეს ლანჩხუთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ავტომობილი დაზიანდა. გამოცემის ცნობით, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლასა და “მედალფას” კლინიკის მიმდებარედ – მთავარ მაგისტრალზე, სადაც ავტობანთან დამაკავშირებელი გზა უერთდება, “ტოიოტა ქამრი” ჯერ “ტოიოტას” ჯიპს შეეჯახა, შემდეგ კი განათების ბოძს და სანიაღვრე არხთან შეჩერდა. თავის მხრივ, წონასწორობა დაკარგული ჯიპი 5-სართულიანი ბინის ეზოში შევარდა და იქვე მდგომ ტაქსს შეეჯახა. საბდნიეროდ, არავინ დაშავებულა. სამივე ავტობილი ძალიან დაზიანდა.
“რა უბედურებაა, უკვე რამდენი ავარიაა, როდემდე უნდა ვუყუროთ ამ საშინელებას? სანამ აქ ვინმე არ მოკვდება, არაფერს შეცვლით? აქ პატრული ჯარიმებზე ნუკი ფიქრობს, ამ საკითხის მოგვარებაზე იზრუნონ” – აცხადებს მოსახლეობა.