ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1872 ახალი შემთხვევა დადატურდა, გამოჯანმრთელდა 603, გარდაიცვალა 14.
მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 30303
- გამოჯანმრთელებულია – 11370
- მათ შორის გარდაცვლილია – 215
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3769
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2268
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3832 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.