ნესტორ კონტრიძე 1854 წელს სოფელ ლიხაურში დაიბადა, ის იყო ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი, მისი მეუღლე და ახალშობილი სახადით გარდაიცვალნენ, რის შემდეგადაც ნესტორ კონტრიძემ, სასულიერო ცხოვრება დაიწყო, ნესტორ კონტრიძე იყო არაჩვეულებრივი მომღერალი მას უდიდესი წვლილი მიუძღვის გურული საგალობლების შენარჩუნებაში. როცა 1887 წელს დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლის გარე მონასტერში შავრაზმელმა ვერაგულად მოკლა და მთელი საქართველო ძაძებით შეიმოსა, მაშინ ნესტორ კონტრიძე რამდენიმე მომღერლის თანხლებით თბილისს გაემგზავრა და ამ თავდადებული ადამიანის უჩვეულო დაკრძალვაში მონაწილეობა მიიღო; შეასრულა ძილისპირულები ჯერ სიონში და შემდეგ მთაწმინდის ეკლესიის ეზოში; გურული ,,ზარი” მოეფინა არემარეს.
კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ქვეყნის სათავეში ახლად მოსულმა ბოლშევიკებმა ქართული ეკლესიების ძარცვა რბევა დაიწყეს, ამ ეკლესიების ბედი ლიხაურის ღვთისმშობლი ეკლესიამაც გაიზიარა, 1924 წელს კომკავშირელებმა ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გაძარცვეს, კომკავშირელებმა ეკლესიის წინამძღვარს მამა ნესტორ კონტრიძეს ხელები შეუკრეს. ურჯულო კომკავშირელებმა ეკლესიის ეზოში ცეცხლი დაანთეს, მონასტრიდან ხატები გამოიტანეს და მათი დაწვა დაიწყეს. ამ დროს მამა ნესტორი შევარდა ცეცხლში და მე-XII საუკუნის ტყავზე ნაწერი სახარება შუა ცეცხლიდან გამოიტანა.
ეკლესიის ეზოდან კომკავშირელებმა სოფლის ცენტრში გადაინაცვლეს, სოფელ ლიხაურის ცენტრში 800 წლის მუხის ხე იდგა, ეკლესიის მაოხრებლებმა თავიანს ცხენს, ღვთისმშობლის ხატი ჩააბეს და ცენრტში მდებარე დიდი მუხის ხის ირგვლივ ჭენება დაიწყეს, ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა მამა ნესტორს უთხრა, მამაო აბა თუ არსებობს ღმერთი მოახდინოს თქვენმა ღვთისმშობლის ხატმა სასწაულიო, ხოლო მამა ნესტორის პასუხი ასეთი იყო მეტი რაღა სასწაული უნდა მოახდინოს ვერ ხედავთ ისე გადაგრიათ და შეგშალათ რომ მუხის ირგვლივ დაგარბენინებთო. (ეს ამბავი ბენია სალუქვაძემ ახსარებაში მოუყვა მღვდელს როცა კვდებოდა).
1932 წელს სოფლის ცენტრში მჯდომარე, ნესტორ კონტრიძეს კომკავშირელმა გვარად მეგრელიძემ მათრახი დაარტყა, მათრახის დაბოლოება იყო რკინის ბურთულა სწორედ რკინის ბურთულა მოხვდა მამა ნასტორს თვალში, დაჭრილი მღვდელი ძმის, ანტონის ოჯახში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. დაკრძალეს ტაძრის ეზოში. საფლავს წარწერა არ აქვს. საბედნიეროდ ნესტორ კონტრიძის საფლავი ნაპოვნია.
ფოტოზე : მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე და ვარლამ სიმონიშვილი
https://www.qwelly.com/group/galoba/forum/topics/nestor-kontridze