ცნობილმა ინდოელმა ორატორმა ჯიდუ კრიშნამურტიმ პირველ რიგში ფილოსოფიურ თემაზე საჯარო გამოსვლებით გაითქვა სახელი. კრიშნამურტი მეტწილად ადამიანის ფსიქოლოგიურ რევოლუციაზე, შემეცნების ბუნებაზე, საზოგადოებაში პოზიტიურ რეფორმებზე მსჯელობდა და ხაზს უსვამდა, რომ მსგავსი ცვლილებები თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად, მხოლოდ საკუთარი რესურსების ხარჯზე უნდა განეხორციელებინა.
fortuna.ge გთავაზობთ ჯიდუ კრიშნამურტისცნობილ გამონათქვამებს:
*დაკვირვება შეფასების გარეშე – აზროვნების უმაღლესი ფორმაა.
*ყველაზე საინტერესოდ მაშინ ცხოვრობ, როცა არ იცი სად ხარ, საით მიდიხარ და როგორ დამთავრდება ყველაფერი.
*თავისუფალი ისაა, ვისი გონებაც მოგონებებით არაა დამახინჯებული.
*ვერავინ ვერ მიგიყვანს ჭეშმარიტებამდე, ჭეშმარიტებას მხოლოდ დამოუკიდებლად აღწევ.
*დუმილი ყოველთვის მძიმე და დაძაბულია. არასდროს არ ღირს დუმილით თამაში.
*ადამიანს უზარმაზარი ენერგია სჭირდება საკუთარ თავში ფსიქოლოგიური ცვლილებების განსახორციელებლად, რადგან ზედმეტად დიდხანს იცხოვრა სიყალბის, სისასტიკის, ძალადობის, სასოწარკვეთისა და განგაშის სამყაროში.
*ჭეშმარიტების მიგნება – საკუთარი თავის შეცნობით იწყება.
სიყვარული არც გრძნობაა, არც სიამოვნება არც სურვილი ან დაკმაყოფილებული სურვილი. სიყვარული არც ეჭვიანობაა არც სიძულვილი. სიყვარულის განსაცდელად სილამაზის აღქმაა საჭირო, ოღონდ არა ადამიანის სილამაზის, არამედ იმ სილამაზის, სადაც ეგო არ ამახინჯებს ყველაფერს.
*არანაირი ჯანმრთელობა არ გეყოფა ავადმყოფი საზოგადოებას მოსარგებად.
*გონებას არ შეუძლია ტანჯვის შეწყვეტა, სწორედ გონება ბადებს ტანჯვას.
*ცხოვრება სიკვდილისგან გამოვყავით და ცარიელი ადგილი შიშით ამოვავსეთ, მაგრამ მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა ცხოვრება სიკვდილის გარეშე.
*მონობაში ნაკლები საფრთხეა და სწორედ ეს უნდა ადამიანთა უმრავლესობას: უსაფრთხოება, უპასუხისმგებლობა და სხვისი ბრძანებით ცხოვრება.
*აირჩიო წინამძღოლი და გაჰყვე მას, ნიშნავს უარი თქვა პასუხისმგებლობაზე.
*თუ მთელი არსებით, გონებით და გულით შეგიძლია ღიმილი, მაშინ უმნიშვნელო წვრილმანებითაც ისწავლი გახარებას.
*ნამდვილ შედევრს ადამიანი ყოველთვის მარტო ქმნის და არა ბრბოსთან ერთად.
*ურთიერთობა ყოველთვის რთულია, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა სიმართლეს ამბობ და მოსმენა არავის უნდა.
*თუ სიყვარული არაა, ადამიანის ქცევა მექანიკური ხდება, ცხოვრება ცარიელდება და თვითონაც მახინჯი საზოგადოების უსიცოცხლო პროდუქტად იქცევა.
*თავისუფლების მოსაპოვებლად ჯერ თვითონ უნდა დარწმუნდე, რომ თავისუფლება გინდა.