ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ადეიშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი განაცხადით უკვე მიმართა.

 

ამ ეტაპზე მისი განცხადება განხილვის პროცესშია და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მას საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად შეუწყდება.

 

ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს, სადაც განმარტეს.

 

„ადეიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება აქვს შემოტანილი, მიმდინარეობს საქმის განხილვა, კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში საქმის განხილვის დასრულება უწევს მაისსში“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share