მოსამართლის პირველი უარი – ნიკა მელიას სასამართლო სხდომა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა

ნიკა მელიას სასამართლო – ოპოზიციის ლიდერის ადვოკატებმა მოსამართლის წინაშე პირველი შუამდგომლობა დააყენეს, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარე პროცესის პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაცემას ითხოვდა.

“ტვ. პირველის” კორესპოდენტის ცნობით, ბრალდების მხარე შუამდგომლობის წინააღმდეგი არ ყოფილა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა  მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა.

პროცესს მხოლოდ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იღებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share