“ძალიან უცნაურად მეჩვენება რაღაცეები ნამახვანჰესთან დაკავშირებით. სრულებით არ მეპარება ეჭვი ამ პროცესში გულწრფელი ადამიანების მონაწილეობაზე. არც იმაში, რომ ხელისუფლებას ქონდა საფუძველი განმეორებით დაეწყოთ მთელი რიგი საკითხების შესწავლა. მაგრამ ახლა ის მაინტერესებს, წმინდა პოლიტიკურ პრიზმაში – ერთი დღე პატრიარქს რომ იცავენ მასონებისგან, იმ ადამიანებს მეორე დღეს მანდ რა უნდათ? რა ინტერესი აქვთ? რატომ არიან ამ პროცესს ატორღიალებულები? 9 აპრილის “მარადისობის დღედ” “პრეზენტირებით, რომ თავად 9 აპრილის დიკრედიტაციას შეეცადა “ნაცნობი” ეგ გასაგებია. ის არ მესმის, იქეთ მერაბ კოსტავაზე ისაუბრონ და აქეთ ლიდერად უცნობი წიწიბურა ჰყავდეთ. თუმცა, არც ისე გოიმი ვარ, იმას ვერ ვხდებოდე, ამ სასტავის უმეტესობისთვის ის, -1989 წლის 9 აპრილი პირადი კომფორტის ზომის ნგრევა იყო. ამ კოფორტის დასაბრუნებლად დაამხეს გამსახურდია, ააოხრეს და გადაბუგეს სამეგრელო. ერთი კი ამოისუნთქეს ამბროსოვიჩის დროს… მერე “მოშნად” შეუძვრნენ სააკაშვილს, ლამის 1 ლარად ჩაიდეს ჯიბეში რისი გამოღლეტვაც შეეძლოთ მისთვის და შემდეგ საკნები დაუდგეს რუსთაველზე. წლებია ივანიშვილის პენსიით იკვებებიან და ახლა, როცა იგრძნეს ხვალ-ზეგ შესაძლოა, ეს დაუმსახურებელი ძღვენიც დაკარგონ, ობსტრუქციის რეჟიმში გადავიდნენ. იმდენად ჰგავს ამ კასტა-სექტის მოქმედება საპატრიარქოს ძალაუფლებისთვის ბრძოლის ანატომიას, რომ შეუძლებელია, გონიერმა ადამიანმა ეს არ დაინახოს. ლიდერიც ცხადია ჰყავთ და ეს ლიდერი სულაც არ არის ნაცნობი “უცნობი”, ეგ როგორც ყოველთვის ინსტრუმენტია და ანგარებიანი, უკიდურესი მერკანტელიზმით აღსავსე კომფორმისტი. ამ ყველაფრის ლიდერი არც მეტი არ ნაკლები ფეიკი მოსაყდრე – მიტროპოლიტი შიო გახლავთ, რომელიც უტიფრად უწოდებს საკუთარ თავს საპატრიქოქო ტახტის მოსაყდრეს და ამას აკეთებს ინსტიტუციურ დონეზე. აი, შიოს და საპატრიარქოს შავბნელი დაჯგუფების უკან ვინ დგას ესეც კარგად ცნობილია. შესაძლოა, ვინმეს თემასთან კავშირში არ მოეჩვენოს, მაგრამ თუ ახლა, დიახ, ამ პროცესების ჟამს, როდესაც პატრიოტულ მოტივებზე ცდილობს საპატრიარქო რუსული კარტის გათამაშებას, კვლავ მდუმარედ იქნებიან ის მღვდელმთავრები, რომლებმაც კარგად იციან შიოს და მისი ანტიეროვნული, ანტიქართული, მზაკვრული ჩანაფიქრი და თუნდაც თვითმარქვიობა, ამ ბნელი ძალების ნაწილად იქცევიან თავადაც.
აქ მნიშვნელობა სულაც არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში – რომელი ძალა. როდესაც ადამიანების გულწრფელი პროცესის მართვას და სათავისოდ, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს რუსეთი მეხუთე კოლონისა და გავლენიანი ინსტიტუციის მეშვეობით, ეს არის ერთდოულად როგორც დივერსია, ასევე საბოტაჟი და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ეროვნულ საბურველშია შეფუთული. ამ ძალისთვის ჰესი საერთოდ არ არის საინტერესო, ამათთვის საინტერესო პროცესია, საიდანაც სათავისო შედეგები უნდა გამოწველონ”.-წერს ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში.