“ხელისუფლებას აშინებს დასავლეთის მედიაციით ოპოზიციასთან შეთანხმება. სიკვდილივით არ უნდა.
ამიტომ არ მოაწერეს ხელი დანიელსონის პუნქტებს მეორე რაუნდის ბოლოს ( მათ შორის და განსაკუთრებით, ის სამ ” შეთანხმებულ” პუნქტს – სასამართლო, საარჩევნო რეფორმას და საპარლამენტო ოპოზიციის ხელისუფლების სრულფასოვან ნაწილად გადაქცევას- 5 კომიტეტის თავრე, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, პროკურორის, ცესკოს თავრეს 2/3- ით არჩევა და სხვა ბერკეტები).
ბოლო დღეებში სულ უფრო იკვეთებოდა, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება გახსნიდა სივრცეს მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის. ამის საფუძველს ქმნიდა მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელთა და პასუხისმგებლობიანი მანდატიანი პოლიტიკოსების ერთგვარი სითამამე, საჯარო განცხადებები თუ დახურული კონსულტაციები ელჩებთან, სხვა დასავლელ პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან.
ხელისუფლებამ იგრძნო, რომ მელიას გათავისუფლება კიდევ უფრო გაზრდიდა რურუას გათავისუფლების შანსებს.
ამ ორი ადამიანის გათავისუფლება კი აიძულებდა ხელისუფლებას, იმ სამ ” შეთანხმებულ” პუნქტებზე დათანხმებულიყო.
რაიმე ფორმით 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მისასვლელ გზებზე შეთანხმება რეალისტური ხდებოდა.
მე არაერთხელ მითქვამს, დათქმებით თუ ყოველგვარი დათქმის გარეშეც თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში ოპოზიციის გამარჯვება პრაქტიკულად უზრუნველყოფდა საპარლამენტო არჩევნებს 2022- ში. ეს პოლიტიკის ლოგიკაა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 41 პროცენტი აქვს ოფიციალურადაც სულ ხელისუფლებას. ამ რიგის შედეგებია დიდ ქალაქებშიც( ქვეყანაში რომ 48 გამოიწერა).
იმასაც შეგახსენებთ, რომ 2002- ში “თბილისი შევარდნაძის გარეშეც” შედგა და ერთ წელიწადში ” საქართველო შევარდნაძის გარეშეც”.
ეს საფრთხე იგრძნო ივანიშვილმა და დემონსტრაციულად ჩატოვა ნიკა მელია ციხეში.
არ უნდა ხელისუფლებას არც იმ ” შეთანხმებულ” სამ პუნქტზე დათანხმება.
აგერ, ევროდეპუტატი კრამონიც ეუბნება ხელისუფლებას, იმ შეთანხმებულ პუნქტებს მაინც მოაწერეთ ხელიო. ამხილა.
ასე ვხედავ. არ უნდათ შეთანხმება!. არაფრის ფასად არ უნდათ.
ამასთანავე, დასავლური ზეწოლა გრძელდება. შიგნითაც და გარეთაც უნდა გავზარდოთ წნეხი.
რაც არ შეგვიძლია ქვეყნის შიგნით, დავიხმაროთ კიდევ უფრო მეტად გარე დახმარება. ზიარჭურჭელია.
ქვეყანა საფრთხეშია!
უკრაინა/ საქართველო წყვილი უნდა იყოს, სიამის ტყუპები.
უსაფრთხოების ზიარჭურჭელში ვართ.
უნდა მოვერიოთ ხელისუფლებას გარე მხარდაჭერით. შეთანხმებაზე იძულებითი მოვაწერინოთ ხელი დასავლეთის მხარდაჭერით. პოლიტპატიმრები გამოვაშვებინოთ.
სხვა შემთხვევაში უფსკრულია”.-წერს რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.