13 -14 აპრილს ქ. რუსთავში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში , ახალგაზრდებს შორის საქართვრლოს პირველობა გაიმართა.
პირველობაზე საუკეთესო შედეგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა აჩვენეს.
გიორგი თოხაძე – 55 კგ – I ადგილი
საბა მამალაძე – 82 კგ.- I ადგილი
ცოტნე ცინცაძე – 130 კგ – I ადგილი
რეზო ესაძე – 97 კგ – II ადგილი
ჯამში კი ოზურგეთის ნაკრებმა მესამე გუნდური ადგილი აიღო.
მოჭიდავეები ასპარეზობისათვის მწვრთნელებმა : კობა ბალავინოვმა, ირაკლი ზურაბიანმა, ვლადიმერ ზურაბიანმა, უჩა მჟავანაძემ და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
ქ. რუსთავში გამართული პურველობა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაა, სადაც ოზურგეთი საინტერესოდ იქნება წარმოდგენილი.