ოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და “ოცნების” იმ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა ფეისბუკ პოსტით, ვინც დღეს ყოფილი პრემიერის მისამართით აგრესიას ვერ მალავდა: “ვინც კარგად მიცნობს,იცის,რომ არასდროს მიყვარდა პირფერობა და დღესაც ასეა, ჩემი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ბევრ,”წონიან” პოლიტიკოსთან მქონია შეხების წერტილები და არასდროს მისარგებლია ამით, მაგრამ ,შეფასებისა და ანალიზის უნარი კარგად გამომიმუშავდა,წლებმა შემძინა გამოცდილება.
..მინდა ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ,იმ პიროვნების მიმართ, რომელიც, გამოჩნდა თუ არა პოლიტიკურ ორბიტაზე , გამოირჩეოდა სხვებისგან განსაკუთრებული და განსხვავებული თვისებებით, გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა,მისი პრინციპული , უშიშარი ხასიათით, არასდროს გაურბოდა საზოგადოებას, ბოდიშიც კი მოიხადა, როცა ჩათვალა საჭიროდ,მის პროფესიონალიზმზე აღარაფერს ვამბობ,ქართულ ოცნებას ,გიორგის სახით, ერთადერთი ნათელი სხივი გააჩნდა და როგორც ვნახეთ,ვერ შეიღირსია. მეც,როგორც საქართველოში მაცხოვრებელი უამრავი ადამიანი,მხარს ვუჭერდი ქართული ოცნების შემოსვლას პოლიტიკურ ველზე, მეც,ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, რომელსაც,იმედის ნაპერწკალი გამუჩნდა,რომ სააკაშვილის პირსისხლიან რეჟიმს, ჩამოაცილებდა ქართველ ხალხს, მჯეროდა,რომ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა მოხდებოდა,მაგრამ,აღნიშნულმა ხელისუფლებამ,კარგად შეისისხლხორცა ბევრი ის მანკიერი თვისებები,რაც მის წინამორბედს გააჩნდა,ნაცვლად იმისა,რომ ეზრუნა სახელმწიფოებრივად და დაეცვა ადამიანთა უფლებები, “კოჰაბიტაციაში ” შევიდა ნაც.ჯალათებთან და თავზე “წამოასვა ” ქართველ ხალხს, … გიორგი გახარია,მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყო და ბუნებრივია, პასუხისმგებლობას,არ გაექცევა, იმ ნაწილში, რომელიც მას ეხება,მაგრამ,მისი პრინციპული ნაბიჯი, გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან, მისასალმებელია, თანამდებობისა და “სავასძლის” სიყვარული არ ამჯობინა,თანამდებობა დატოვა,მაგრამ ,არსად არ წასულა,ის რჩება ქართულ პოლიტიკაში,და ყველა კითხვას გასცემს პასუხს… მინდა იმ ადამიანების საყურადღებოდ ვთქვა,რომლებიც სკეპტიკურად უყურებს გახარიას ამ ნაბიჯს- თავს ნუ დაიღლით მეგობრებო, ნურც მკითხაობას დაიწყებთ,ძალიან მალე, ყველაფერს ფარდა აეხდება,ძალიან მალე, ის,პოლიტიკური პარტიით წარსდგება ჩვენს წინაშე, პარტიით,რომელიც მიიღებს ყველა არჩევნებში მონაწილეობას და დამაჯერებელ ხმებსაც მოიპოვებს ! გახარიას გუნდი,აქტიურად ჩაებმება გადაწყვეტილების მიმღებ პოზისიებზე და მჯერა,რომ ეს საქართველოს მოსახლეობას სიკეთეს მოუტანს! იმ ოპოზიციური პარტიების გასაგონად მინდა ვთქვა,რომლებიც, მას აკრიტიკებს,წარსულს ახსენებს და ვიღაცის “პროექტად” მოიხსენიებს – ნუ აჩქარდებით,ჩემო ძვირფასებო, მართალია, თქვენ გაწყობთ,რომ არსებობდეს,მხოლოდ ორი პოლუსი საქართველოს პოლიტიკაში- ნაცებისა და ქოცების პოლუსი,რადგან ერთმანეთს კვებავთ და ასაზრდოვებთ ,მაგრამ,თქვენდა სამწუხაროდ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,კიდევ აღმოჩნდა მესამე პოლუსი,რომელიც ბუნებრივია,ორთავე მხარეს დისკომფორტს შეგიქმნით, მაგრამ,შეეგუეთ ამას?! როცა სხვის წარსულში ქექვას დაიწყებთ, საკუთარი პოლიტიკური წარსული გაიხსენეთ,რადგან,თქვენს წინაშე ჩემი სახით,არის ადამიანი,რომელსაც პოლიტიკური ამნეზია არ დამართნია და ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს?! მინდა ქართული ოცნების პოლიტიკურ “ნარჩენებს” ვურჩიო ,თავი შეიკავონ გიორგი გახარიას კრიტიკისაგან,უბრალოდ,ეს მათი მხრიდან, უხერხულია,დაახლოებით,ერთი თვის წინ, თქვენ, სხვანაირად “ჭიკჭიკებდით”, და დღეს, დაიწყეთ ლანძღვა?! შეეგუეთ იმას,რომ ყველა თქვენგანზე – ერთად აღებულზე,ჭკვიანი,პრინციპული და შემტევია გიორგი გახარია,თქვენ,პოლიტიკურ ჩიხში შესულხართ და ამას ვერ ხვდებით,როგორც იტყვიან “მოსასწრებად გაქვთ საქმე” .?! მინდა ღიად გამოვხატო ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა,გიორგი გახარიასა და მისი გუნდის მიმართ, მინდა წარმატება ვუსურვო ახალ პოლიტიკურ გზაზე საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ! უფალმა დალოცოს და გააძლიეროს!”-წერს ნაცვალაძე.