“ქართული პოლიტიკური სიმართლე მაშინაა მხოლოდ ნამდვილი, რეალიზებული სიმართლე, როცა ის ევროპული და ამერიკული პოლიტიკური სიმართლეცაა.
თუ შეთანხმების დასავლური დოკუმენტი დაიდო, მისი დაბლოკვა ხელისუფლებასაც გაუჭირდება და ოპოზიციასაც.
ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის კრიზისია და მისი დაძლევა მხოლოდ მკაფიო დასავლური მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
ამაზე გადის საქართველოს უსაფრთხოებაც, სამომავლო კეთილდღეობაც…ფაქტიურად, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყოფნა/ არყოფნაც”.- ისაუბრა რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა, გადაცემა “დღის სტუმარში”.