“15 მაისს თუ ბევრი ხალხი მოვიდა, ხელისუფლებამ უნდა დათმოს, თუ ცოტა, მაშინ ოპოზიციამ”

“15 მაისის აქცია ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ აქციამ შესაძლოა ეს კრიზისი დაასრულოს და რატომ, თუ აქციაზე ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი იქნება, მაშინ ხელისუფლება იძულებული იქნება თავის პოზიციებს გადახედოს, თუ ადამიანების მცირე რაოდენობა იქნება, მაშინ ოპოზიციას მოუწევს, რომ თავისი პოზიციები შეცვალოს, ოღონდ ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი ის იქნება თუ აქციაზე ისე რა რაოდენობა იქნება, როგორც გროვდება-ხოლმე, რომელიც ამ არჩევანის გაკეთების საშუალებას არ მისცემს არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას, აცხადებს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share