“წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო – შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!” – როცა ამ სტრიქონებს გენიალური პოეტი, მურმან ლებანიძე წერდა, მისი მუზა ულამაზესი ქალბატონი – ციცო სანაძე ყოფილა.
ამის შესახებ ფოტო-ამბებში ნონა წკრიალაშვილი წერს.
“მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსი “ციცო”, ლექსის ადრესატი ულამაზესი ციცო სანაძე – ონკოქირურგი, მამოლოგი. ასეთი ლამაზი ქალები იყვნენ და არიან საქართველოში” – წერს ნონა წკრიალაშვილი.
ამ ისტორიას ციცო სანაძის შვილი ეკა მამულია ეხმაურება.
აღნიშნავს, რომ დედამისს დიდმა პოეტმა ლექსი 1960 წელს დაუწერა. ეკა მამულია ასევე წერს, რომ მურმან ლებანიძე და მამამისი, ულამაზესი ციცოს მეუღლე იმ დროს აბასთუმანში ისვენებდნენ. პოეტი ციცოს იქ შეხვდა და ლექსის ხელნაწერი მუზას სახლში ფოსტით გაუგზავნა.
გავიდა წლები და საქართველოში ამ ლექსზე შექმნილი სიმღერა განსაკუთრებულად პოპულარული გახდა.
სწორედ “ციცოს” დამსახურებაა ჯგუფ “მირაჟის” წარმატებაც, რომელმაც ამ სიმღერის სტუდიური ჩანაწერი მსმენელს შესთავაზა. youtub-ზე “მირაჟის” ერთ-ერთ ჩანაწერს სიმღერაზე “ციცო” 600 000-ზე მეტი ნახა აქვს.