გახარიას პარტიის შემოსვლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ 43 კი არა 40 პროცენტიც ვერ აიღოს ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებში,
და ამ შედეგის უზრუნველყოფა მთლიანად ოპოზიციური პარტიების ხელშია. ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის, უბნის კორდინატორების, ზონდერ-შპანას თუ კარტოფილების დარიგების ხარჯზე პროცენტის მომატებას თავისი ზღვარი აქვს. თან ეს არჩევნები უკვე დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება, რომ იტყვიან, გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ყველაფერს.
ერთადერთი, რამაც შეიძლება სერიოზული ფორა მისცეს ხელისუფლებას ამ არჩევნებში, ესაა ნაცმოძრაობის მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა და ბოიკოტის გაგრძელება.
დავით ზურაბიშვილი