დღეს, 19 აპრილს NASA-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენმა მარსზე პირველადი საცდელი ფრენა დაასრულა, რითაც იგი გახდა პირველი საფრენი აპარატი, რომელიც სხვა პლანეტაზე აფრინდა.
ვერტმფრენი 3:34 საათზე 10 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და 30 წამით გაჩერდა ადგილზე, სანამ მარსის ზედაპირს შეეხებოდა.
ეს წარმატება ცხადყოფს, რომ მარსზე ფრენა შესაძლებელია და უქმნის შესაძლებლობას მომავალ თვითმფრინავებს, რომლებსაც პლანეტების დაზვერვა შეეძლებათ.