“ხელოვნური კრიზისი დასრულებულია” !-ასე ეხმაურება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელის მოწერის ფაქტს მამუკა მდინარაძე და განსაკუთრებულ მადლობას “ოცნების” წევრებს უხდის: “მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს – ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს!
ეს საქართველოს გამარჯვებაა!
კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით!
განსაკუთრებული მადლობა “ქართული ოცნების” უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!-წერს მდინარაძე.