“ამ დოკუმენტს დავარქმევდი მოღალატეობრივ დოკუმენტს. ჩვენ გავხდით გეო-პოლიტიკური შეთქმულების მსხვერპლი, რომელსაც ამერიკის ქალბატონი ელჩი ხელმძღვანელობდა. – ეს გარიგებები ხდებოდა 17 მარტს და ჩემმა დემარშმა შეაჩერა დროებით და ცოტა გააუმჯობესა დოკუმენტი; – საქმე წკიპზე გვქონდა მიყვანილი. საკმარისი იყო ერთი თვე გაგვეძლო, ივანიშვილის სანქცირებაზე მივიდოდა საქმე და ის აუცილებლად წამოვიდოდა ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების უპირობო გამოშვებაზე; – ელჩები ინდივიდუალურ მოლაპარაკებსაც აწარმოებდნენ .
მე ვუთხარი: ძალიან მინდა კარგი თვალით მიყურებდეთ, მაგრამ ეს არ მეხება მე, პიროვნულად, ეს ჩემი ქვეყნის ინტერესებს ეხება და მირჩევნია თქვენ გძულდეთ, ვიდრე ჩემი ქვეყნის გზა ჩაიხერგოს. შალვა ნათელაშვილი ,,რეაქცია” – ში შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელის მოწერის ფაქტს ასე ეხმაურება.