“ოცნების” იდეოლოგებმა არჩევნების წინ თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ბრიგადის ჯარისკაცები აამუშავეს. რიგითების, სერჟანტების, კაპრალებისა და ლეიტენანტების ნაწილი ვაზიანის მექანიზებული ბრიგადიდან კონკრეტული დავალებით სხვადასხვა სოფელში გაუშვეს.
მათ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხმები უნდა მოაგროვონ. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა სოფელ ახმეტაში მივლენილი სამხედროები “მთავარმა არხმა” გადაიღო.
41-ე ბრიგადის რიგითი ფეტვიაშვილი ოფიციალურად დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს, თუმცა რედაქციაში შემოვიდა წერილი რომ ათობით სამხედრო კონკრეტული წინასაარჩევნო მისიით არიან გადასროლილი საკუთარ სოფლებში. გიორგი ფეტვიაშვილმა დღეს შეკითხვებზე პასუხს თავი აარიდა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ რომ “ოცნება” გამარჯვების მოსაპოვებლად არ ერიდება იმიჯი შეულახოს ჯარს, რომელსაც ქვეყანაში დიდი ავტორიტეტი აქვს. “ევროპულ საქართველოში” კი სამხედროების ჩართვას არჩევნებში, მმართველი გუნდის კრახს უწოდებენ.
სამხედროების სია საკმაოდ ვრცელია. მხოლოდ კახეთის რეგიონში ათობით სამხედროა მივლენილი რომლებმაც 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე ოცნების მხარდამჭერები უნდა მოაბილიზოს.