“ევროპული საქართველოს” წევრი, ვახტანგ კალოიანი “მძიმე კვირებს” პროგნოზირებს და ამბობს, რომ ეპიდვითარება რთულდება, თავისუფალი საწოლების რაოდენობა კი მცირდება.
ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, რაც გამოიხატება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაში. მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო დროულად გააკეთებს საწოლების მობილიზებას და ისევ არ გავივლით იმ დრამატულ თვეებს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში – ამბობს კალოიანი