თვითმმართველობის არჩევნები – ოპოზიცია ფიქრობს, რომ თამარ ჟვანიას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩენით ცესკოს რეფორმას აზრი არ ექნება. ხელისუფლების ოპონენტები თლიან, რომ თამარ ჟვანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
თამარ ჟვანია არა თუ უნდა გადადგეს, უნდა დადგეს თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხი. მე ძალიან კარგად ვიცნობ პირადად მაგ ადამიანს. მან იცის ჩემი პროფესიონალიზმის შესახებ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ზუსტად იცის, მან, რომ ვიცი, ის რომ მონაწილეობდა გაყალბების სისტემაში, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე.
მისსავე აზრზეა „ლელოს“ წერვი, საბა ბუაძე. ბუაძე ამბობს, რომ ჟვანიას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არა ერთ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.
სისხლის სამართლის დანაშაულს „ბოდიში“ ვერ შველის. სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავი ორგანების მხრიდან და ქალბატონმა ჟვანიამ პირველ რიგში, უნდა გასცეს პასუხი იმ არა ერთ შეკითხვას, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს, – ამბობს ბუაძე.
ოპოზიციის მეორე ნაწილი დაწრმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ თამარ ჟვანიას გაშვება გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ამის უმტკივნეულოდ გაკეთებას ცდილობს.
ფაქტი არის ერთი, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთ შემდეგ არჩევნებს თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს, იმიტომ, რომ ამს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. ახლა „ქართული ოცნება“ თუ ცდილობს, რომ მას ნამუსი შეუნახოს, რაიმენაირად ისე შეფუთოს, რომ მისი წასვლა არ იყოს ძალიან მტკივნეული, ეს მათი არჩევანია, რაც შეეხება, „ბოდიშს“, პოლიტიკური ლირიკაა და ეს არის უბრალოდ მცდელობა, რომ უმტკივნეულოდ წავიდეს თამარ ჟვანია. გასაგებია რაც ხდება, ხდბა ის,რ ომ თამარ ჟვანია მიდის, უბრალოდ, უნდათ, რომ ლამაზად გაუშვან, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა ობოლაძე.
თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ ბუნდოვანი პოზიცია აქვს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს ტავად თამარ ჟვანიამ უნდა გადაწყვიტოს.