“ეპიდსიტუაციის გაუარესებას ჩვენ ველოდებით, ვინაიდან სწორედ ახლა ვიმყოფებით მესამე ტალღის დასაწყისში”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას.
მისივე თქმით, Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზის შემოტანის თარიღები მომავალ კვირაში გაცდება ცნობილი.
“Pfizer-თან მიმართებაში მილიონ დოზაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, და ჩვენ შემდეგ კვირაში გვექნება დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის იქნება მოწოდების თარიღები და ასევე კონკრეტული მოცულობები, რომლიც საქართველოში ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს”, – თქვა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, Pfizer-ის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, თქვა, რომ “რეალისტები უნდა ვიყოთ”, რადგან ბაზარზე დიდი დეფიციტია.