„31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ნაციონალური მოძრაობა აპირებს გამართოს აქცია. ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, რა თქმა უნდა, აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულება, მათ შორის, მოაწყოს მიტინგები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონის დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.