ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, სადაც იუსტიციის სამინისტორს დაკვეთით ციხის მშენებლობა მიმდინარეობას 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპული ქობულეთის მკვისდრი კახი კ.კახიძეა.
“გურიის მოამბის”ინფორმაციით, მამაკაცი სამშენებელო მეოდანზე, სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.
ლაითურში, ციხის მშენებლობას კომპანია ანაგი აწარმოებს და როგორც მისი პროექტების მენეჯერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ტრაგედიის დეტალებზე გამოძიების დასრულებამდე ვერ ისაუბრებს: _ მოხდა უბედური შემთხვევა და დეტალებს გამოძიება დაადგენს. მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება საუბარი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კახა გოგავამ. მისივე თქმით, ავტომობილი, რომელიც მუშას სამუშაების შესრულების დროს დაეჯახა კომპანიას ეკუთვნოდა და არა იუსტიციის სამინისტროს, რომლის თანამშრომლები ციხეს იცავენ.