“ბახვის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მამა ბესარიონმა(ლომინეიშვილი) საჩუქრებით მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული” !-წერს ბახვის საბავშვო ბაღის მენეჯერი თამარ თოიძე და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფოტოებსაც ავრცელებს.
როგორც მენეჯერი “გურიის მოამბესთან” აღნიშნავს, საჩუქრები დამამთავრებელი ჯგუფის 35 – მა აღსაზრდელმა მიიღო. სასაჩუქრე პაკეტებში კი სააღდგომო პასკებთან ერთად, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები იყო:” რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა მამაო და მითხრა, რომ ჩვენი აღსაზრდელებისთვის სააღდგომოდ საჩუქრების გადაცემა უნდოდა. გადავეცით სია და დღეს გვთხოვა ბავშვები მიგვეყვანა ტაძარში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მშობლებთან ერთად მივიყვანეთ ბავშვები,სადაც სააღდგომოდ მომზადებული სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს” – გვითხრა თამარ თოიძემ.