დღეს ნიკა რომ პოლიტპატიმარია და გავრილოვის და რუსული დაკვეთით ზის ციხეში ეს არამარტო ჩემთვისაა ნათელი, მგონი ევროკავშირის გირაოც ცხადყოფს ამას. ციხეს ორი კარი აქვს, შესასვლელი და გამოსავლელი, როგორ ღირსეულადაც შევიდა, ისე ღირსეულად გამოვა. ეს ტვირთი აიღო და აკეთებს ჩვენთვის, თავის შვილისთვის და ყველასთვის.
არ არის მარტივი გადაწყვეტილება, როდესაც შეგიძლია ყოველდღე საკნის კარები გააღო, მაგრამ ეს ღირსებაზე გადაბიჯებით არ ხდება.”
განაცხადა გიორგი რურუამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. გიორგი რურუა პრეზიდენტმა 27 აპრილს შეიწყალა.