ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 690 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 291 457-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა.