როგორ ხვდებიან აღდგომას სხვადასხვა ქვეყნებში

აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავენ.

საქართველოშიც ისევე როგორც სხვაგან, აღდგომის აღსანიშნავად საგულდაგულოდ ემზადებიან. აქ თითქმის ყველა ოჯახში ნახავთ წითელ პარასკევს შეღებილ კვერცხებსა და პასკას.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში სხვა, საკმაოდ ორიგინალური სააღდგომო ტრადიციებიც არსებობს

1. ფინეთი – ტოტების კონა და ცეცხლის ალი

ფოტო: tableofcolors

სკანდინავიურ ქვეყნებში, ბავშვები შეღებილი სახითა და რამდენიმე ტოტისგან შეკრული კონით ხვდებიან აღდგომას. დასავლეთ ფინეთში კი ცეცხლს ანთებენ, რადგან სკანდინავიური ტრადიციის მიხედვით, ცეცხლის ალი ნებისმიერ გრძნეულს დააფრთხობს და აღდგომის დღის კარგად გატარება გარანტირებულია.

2. პოლონეთი – წყლით გაწუწვა

ფოტო: canada

Smingus-Dyngus ასე ჰქვია პოლონურ სააღდგომო ტრადიციას, რომლის მიხედვითაც პოლონელი ბიჭები წყლით სავსე ჭურჭლიდან სხვების გაწუწვას ცდილობენ. ლეგენდის თანახმად გოგოები რომლებიც დასველდებიან, წლის ბოლომდე აუცილებლად იქორწინებენ.

3. საფრანგეთი – გიგანტური ომლეტი

ფოტო: Remy Gabalda—AFP/Getty Images

აღდგომის პერიოდში საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ჰაუხში, გამგზავრებამდე ჩანგლები აუცილებლად მოიმარაგეთ, რადგან ქალაქის მთავარ ქუჩაზე გიგანტური ომლეტი დაგხვდებათ, რომლსაც 4 500 კვერცხით ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან.

როდესაც ნაპოლეონი თავის ჯართან ერთად სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობდა, ისინი ერთ პატარა ქალაქში გაჩერდნენ და ომლეტი მიირთვეს. ნაპოლეონმა მოქალაქეებს სთხოვა მოეტანათ კვერცხები და ყველას ერთად ერთი დიდი და გიგანტური ომლეტი მოემზადებინათ. სწორედ აქედან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია.

გერმანიაში- კოცონი

თავდაპირველად ძველი გერმანელები ამ დღეს გაზაფხულის ბუნიაობას აღნიშნავდნენ და გაზაფხულისა და ნაყოფიერების ქალღმერთს ადიდებდნენ. მოგვიანებით ეს წარმართული ტრადიცია ქრისტეს აღდგომასთან გაერთიანდა.

ისინი აღდგომის კვირამდე, შაბათს სააღდგომო კოცონს ანთებენ, ეს სიმბოლურად ყველა უარყოფითი ენერგიისა და გრძნობის მოშორებად ითვლება. კვერცხს ადრე სიცოცხლისა და ნაყოფიერების მნიშვნელობა თუ ჰქონდა, ახლა ახალი სიცოცხლისა და ახალი აღთქმის სიმბოლოდ იქცა. აქ კვერცხებს ძირითადად წითლად ღებავენ. გერმანული აღდგომის ტრადიციული პერსონაჟი კურდღელია, რომელიც ძველგერმანულ კულტს უკავშირდება და ხალხური თქმულების მიხედვით, საარდგომო კვერცხები მოაქვს.

4. საბერძნეთი – ქოთნების გადაგდება

ფოტო: publications

ძველი ქოთნების ფანჯრიდან სროლა ბერძნული სააღდგომო ტრადიციაა, რაც სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისსა და გაზაფხულის დადგომას უკავშირდება.

5. ნორვეგია – კრიმინალური ნოველები

ფოტო: womansday

ნორვეგიაში აღდგომის დადგომასთან ერთად ახალ კრიმინალურ ნოველებს კითხულობენ. ტრადიცია 1923 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მწერლებმა ახალი კრიმინალური ნოველები გაზეთის პირველ ყდაზე დაბეჭდეს, რაც ძალიან კარგი მარკეტინგული გათვლა აღმოჩნდა და გაყიდვებზეც დადებითას აისახა.

6. ვატიკანი / იტალია – პაპის სადღესასწაულო მესა

ფოტო: wantedinrome

იტალიასა და ვატიკანში, პაპი კათოლიკე მორწმუნეთათვის სადღესასწაულო მესას ატარებს, მის მოსასმენად კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით კათოლიკე მომლოცველი ჩამოდის.

7. აშშ – ფერადი კვერცხების გორაობა

ფოტო: womansday

უკვე 130 წელია რაც ამერიკელები ფერად მოხარშულ კვერცხებს სპეციალური გრძელი კოვზებით მიწაზე აგორავებენ. თუმცა ეს სანახაობა დღეს ბევრად მრავალფეროვანია და კვერცხების გორაობასთან ერთად, იმართება კონცერტები, თამაშები და სპორტული ღონისძიებები. ამერიკული სააღდგომო ტრადიციის განუყოფელი ნაწილია სააღდგომო ბაჭია და შოკოლადის კვერცხები.

8. ისრაელი – ქრისტეს გზა

ისრაელში ადამიანები იმ გზას გადიან რომელიც ქრისტემ გაიარა და ჯვარი ზიდა. გზის საბოლოო დანიშნულების ადგილი კი აღდგომის ტაძარია, სადაც მორწმუნეების აზრით იესო ჯვარცმის შემდგომ გადაასვენეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share