საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შეედარებით ინფლაციის დონზე 0.9% იყო, რაც შეეხება წლიური ინფლაციის დონეს, მას 7.2% შეადგინა.
საბაზო ინფლაციამ 2021 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0%-ით;
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით;
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით.
- გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით – ფასებმა მოიმატა 4.2%-ით;
- ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის – გაძვირდა 3.2%-ით;
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი – ფასები გაიზარდა 1.6%-ით;
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3%-ით.
სურსათზე ფასები გაიზადა:
- ხილი და ყურძენი – 5.3-ით;
- ზეთი და ცხიმი– 4.2-ით;
- თევზეული – 3.6%-ით;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.4%-ით;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 1.9%-ით;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1.1%-ით.
ფასები შემცირებულია:
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 5.4%-ით.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.4%-ით;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1%-ით;
- ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8%-ით;
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15%-ით;
რაც შეეხება სურსათს, ფასებმა მოიმატა:
- ზეთი და ცხიმი – 40.2%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.3%;
- ყავა, ჩაი და კაკაო – 10.1%;
- თევზეული – 9.4%;
- პური და პურპროდუქტები – 6.4%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 6.1%;
- რძე, ყველი და კვერცხი – 6.1%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.6%;
ფასები შემცირებულია:
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 22.2%-ითა და ხილსა და ყურძენზე – 18.2%-ით.