“საზოგადოებრივი სამაუწყებლო სერვისი (PBS)“ ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებელი და სატელევიზიო პროგრამების დისტრიბუტორია, რომელიც 52 წლის წინ, 1969 წელს დაფუძნდა. ის არაკომერციული ორგანიზაციაა და ამერიკაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩვენებით გამოირჩევა.
PBS-ის მახვილ ობიექტივში ქართველი ემიგრანტი ექიმები, ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორიც მოხვდნენ. გამოცემამ მათ დაახლოებით 7 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა და ასეთი სათაურით გამოაქვეყნა:
„როგორ გახდნენ აშშ-ში მყოფი ქართველი ექიმები COVID-19-ის გმირები თავიანთ სამშობლოში“
გასულ წელს, როდესაც COVID-19-მა ქვეყანა საქართველოს შეუტია, მისი მაცხოვრებლები უჩვეულო წყაროს უსმენდნენ: ორ ქართველ ექიმს, რომლებიც აშშ-ში მიგრირდნენ და პანდემიას თვეების განმავლობაში ებრძოდნენ. დოქტორი ნანა გეგეჭკორი ნიუ-იორკ სიტიში და დოქტორი ზურაბ გურული ჯექსონში, მისისიპიში, თავიანთ სამშობლოში ვირუსული სენსაციები გახდნენ, რომლებიც რჩევებს ექიმებსა და პაციენტებს სოციალური ქსელის მეშვეობით უზიარდებდნენ. ჰარი სრინავასანის რეპორტაჟი.
ასეთი შესავალი აქვს სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტი საქართველოსა და გასული წლის ეპიდსიტუაციის შესახებ მოკლე ინფორმაციით იწყებს საუბარს.
ორივე ექიმის მიმართულებებისა და სამუშაო ადგილების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი მალე მიხვდნენ, რომ დაავადება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მალევე გადატვირთავდა, ამიტომ ისინი გაერთიანდნენ და „ნახევარი მსოფლიოს დაშორებით“ მყოფები საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმარებოდნენ.
ნანა გეგეჭკორსა და ზურაბ გურულზე მომზადებული სიუჟეტი შეგიძლიათ PBS-ზე იხილოთ ინგლისურ ენაზე.