“კომედი შოუს” მსახიობს ქართლოს ნატროშვილს საზოგადოება 2013 წლიდან იცნობს. ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პაროდისტი და როგორც თავად ამბობს ფანია. “მამუკა ლომაშვილსაც ვიცნობ და გიორგი აფციაურსაც… მე ბოლომდე ვუერთგულე მიშას. უნდოდათ მიშას როლი “ჰეროკრატიაში” მეთამაშა, მაგრამ უარი ვუთხარი. მიშას ხმა ჩამძახოდა, არც გაიფიქროო. რეჟისორი გოგა ხაინდრავა ჩემთვის წერტილს ნიშნავს.
ყველას გაუმარჯოს ღმერთმა, პიროვნულად არავის ვეხები, მაგრამ…” , – ამბობს მსახიობი “სარკესთან”.