დააყენებს თუ არა თბილისის მერობაზე საკუთარ კანდიდატურას, გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიღებული არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ ნიკა მელიასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მელია გეგმავს, აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებთან და პარტიულ აქტივთან გამართოს კონსულტაციები.
„ნიკამელიადააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას თბილისის მერობაზე, ამ თემებზეც ვისაუბრეთ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი აქვს. პირდაპირ ასე მითხრა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს უნდა შევხვდე, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, სანამ არ დაველაპარაკები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსო, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და მის ხელმძღვანელობასო“, – განაცხადა ნაყოფიამ.