ოზურგეთის, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, თემურ (ჯანიკო) ზღულაძე გარდაიცვალა. ის დღეს კლინიკაში სამთვიანი უშედეგო მკურნალობის შედეგად 56 წლის ასაკში კორონავირუსს ემსხვერპლა.
თანამშრომლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სამსახურის უფროსი გამოეხმაურა:
“ჩვენი ხალისიანი, კეთილი, პასუხისმგებლიანი და დაუზარელი ჯანო. საუკეთესო მეუღლე, მამა, მეგობარი და თანამშრომელი წაგვართვა ამ ვერაგმა ვირუსმა.
ბევრი იბრძოლე , ბევრიც ვეცადეთ….
არ გამოგვივიდა….. დაგვაკლდები….. ნათელში იყოს შენი კეთილი სული.
მშვიდობით მეგობარო!-წერს სოციალური სამსახურის უფროსი, თეა ლომჯარია.