მსოფლიოს ყველაზე ექსტრავაგანტულ და სკანდალურ მეფეზე საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის. ტაილანდის მეფე ვაჩირალონგკორნი, იგივე რამა X მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფეა. იგი 80-ჯერ მეტ სიმდიდრეს ფლობს, ვიდრე დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე.
რამა X ყველა სხვა სამეფო ტიტულის მქონე პირებისგან განსხვავდება. გერმანიაში ცხოვრების დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა. მონარქი მის ერთ-ერთ საყვარელ ქალთან ერთად ქუჩაში ე.წ. ტოპი მაისურით, დაბალწელიანი ჯინსით და სხეულზე დაკრული დროებითი ტატუებით დასეირნობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი სასახლეში 4 ცოლთან და 20 საყვარელ ქალთან ერთად ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ფლობს ექსკლუზიური ავტომობილების უზარმაზარ კოლექციას და საჰაერო ფრენისას მხოლოდ მისთვის შექმნილი თვითმფრინავით სარგებლობს. რამა X ხშირად მიემგზავრება გერმანიაში, სადაც ერთ-ერთ ვილაში ცხოვრებისთვის თვეში მილიონ დოლარს იხდის.
ტაილანდის მეფე 43 მილიარდი დოლარის მფლობელია. მისი კორონაცია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ღონისძიებად ითვლება. 6- საათიანი ცერემონიისთვის 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა, სადაც მეფის მფლობელობაში არსებული სპილოებიც კი მონაწილეობდნენ.
წინა წელს რამა X -ს წინააღმდეგ ტაილანდში მასიური საპროტესტო აქციები დაიწყო. მიზეზი პანდემიის გამოცხადებისთანავე და შეზღუდვების ფონზე, მეფის გერმანიაში გამგზავრება გახდა, სადაც ის თავის 20 საყვარელ ქალთან ერთად წავიდა და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა.
ვაჩირალონგკორნი 1952 წლის 28 ივლისს დაიბადა. იგი მეფე ბუმბიოლ ადულიადეჯის და დედოფალ სირიკიტის ერთადერთი ვაჟია. რამა X ტახტზე 2016 წლის 1-ელ დეკემბერს ავიდა. მისი გამეფება მოხდა 2019 წლის 4-6 მაისს. როგორც ჩაკრის დინასტიის მეათე მონარქი რამა X სახელს ატარებს.
ის არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მონარქი, მისი ქონება 43-70 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ტაილანდის მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება გააკრიტიკონ მისი მმართველობა, რადგან მონარქია დაცულია მსოფლიოში უმკაცრესი კანონების მიხედვით.
საშუალო განათლების მიღების შემდეგ პრინცმა სამხედრო სწავლება ავსტრალიის არმიაში გაიარა. 26 წლის ასაკში უფლისწული Wat Phra Sri Rattana Satsadaram- ში (ზურმუხტის ბუდის ტაძარი) ბერად აღკვეცეს, სადაც მცირე ხანი დაჰყო.
ვაჩირალონგკორნი ვარჯიშობდა შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამხედრო ძალებთან, სწავლობდა ომის არატრადიციულ მეთოდებს და მოწინავე ნაოსნობას. ის არის თვითმფრინავის და ვერტმფრენის გამოცდილი მფრინავი. 1978 წელს გახდა სამეფო დაცვის ბატალიონის მეთაური.
ვაჩირალონგკორნის სამდღიანი კორონაცია 2019 წლის 4-6 მაისს გაიმართა.
რამა X-ს ოთხი ცოლი ჰყავს. პირველად, 1977 წლის 3 იანვარს იგი დედის მხრიდან ნათესავზე პრინცესა სომსავალი კიტიაკარაზე დაქორწინდა. პირველ ცოლთან მას ხუთი შვილი ჰყავს. პრინცესა სომსავალს 1993 წელს გაშორდა.
მეორე მეუღლესთან მეფე 1994 წელს დაქორწინდა. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს.
ვაჩირალონგკორნმა მესამედ იქორწინა 2001 წლის 10 თებერვალს შრირასმი სუვადზე, უბრალო მოქალაქეზე, რომელიც მასთან ერთად 1992 წლიდან მსახურობდა. მესამე ცოლმა ვაჟი გააჩინა.
2019 წლის 1-ელ მაისს, გამეფებამდე სამი დღით ადრე, ვაჩირალონგკორნი დაქორწინდა სუიტა ტიჯეიზე. ქორწინების რეგისტრაცია ბანგკოკში მოხდა.
www.bpn.ge