“თითქმის 1 საათია რიგში ვდგავარ, პრობლემა აქვთ იქ, სადაც აღმოსავლეთ შტატებში საწვავი უნდა მოვიდეს,” – აცხადებენ ადგილობრივები.
მილსადენის მუშაობის შეჩერების გამო ვირჯინიის შტატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გუბერნატორის განკარგულებაში ნათქვამია, რომ თუ დიდხანს გაგრძელდა მილსადენის მუშაობის შეჩერება საწვავის მიწოდების შეფერხებას გამოიწვევს.
ოფიციალური ვაშინგტონი კი აცხადებს, რომ ეს უსაფუძვლო შიშია, რადგან პრობლემა არ შეიქმნება.
აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საწვავის მომარაგების საჭიროება არ დგას, ვინაიდან მილსადენი მუშაობას მალე განაახლებს.
კომპანია Colonial Pipeline-ზე კიბერთავდასხმა გახდა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სენატის საშინაო უსაფრთხოების კომიტეტის მოსმენაზე, რომელზეც ფედერალური მთავრობის წევრები ჰყავდათ მიწვეული. საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კომიტეტის წევრებს კიბერუსაფრთხოების მოდერნიზების აუცილებლობაზე ესაუბრა.