მაშინ როდესაც საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი ონლაინ სწავლებაზეა გადასული, გურიაში ათობით მოსწავლე კუთვნილ კომპიუტერს, თითქმის ერთი წელია ელოდება. მათთვის მხოლოდ კომპიუტერის გადაცემა არ დაუგვიანებიათ, ჯერჯერობით მოსწავლეებისთვის კუთვნილი მედლებიც კი არ გადაუციათ.
15 წელია ეს პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” არსებობს და ეს პირველი წელია, როცა ეს პროგრამა ჩავარდა. და ეს ხდება სწორედ იმ დროს, როცა ბავშვებს ეუბნებიან, რომ ონლაინ სწავლებაზე უნდა გადავიდნენ.
-“მეხუთე კლასიდან ველოდები ამ ყველაფერს. თავიდანვე მქონდა ინფორმაცია, რომ მეცხრე კლასის დასრულებისთანავე უნდა მიმეღო ეს კომპიუტერი, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებით გადაიდო და გვაქვს ინფორმაცია, რომ წლის ბოლომდე მოგვეცემა”.
-“მეშვიდე კლასიდან მოყოლებული ათიანებზე რომ სწავლობ და უცებ გებულობ, რომ კიდო სამწუხაროდ აღარ არის, ცოტა იმედგაცრუებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული”-აცხადებენ გურული მოსწავლეები.
ნინო სადრაძე, შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი: “ჩემი სამი მოსწავლე ელოდება ამ ჯილდოს, ჩვენ დავინტერესდით რატომ მოხდა ეს შეფერხება და გვითხრეს, რომ ეს პანდემიის გამო მოხდა”.