როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ სირცხვილში, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა 22 ლარი ღირდეს? ვეტერანების დახმარება იცით, რომ არის 3 კოლოფი „პაპიროსის“ ექვივალენტი თანხა? – ამ შეკითხვით მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.
ელისაშვილი დაინტერესდა, რას აკეთებს ან გააკეთებს თავდაცვის სამინისტრო ვეტერანების დასახმარებლად.