გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 მაისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. 15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 14-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.